მანილაში დასრულდა კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა
სერბეთმა ნახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა კანადა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სერბეთი - კანადა 95:86(23-15, 29-24, 23-24, 20-23)
სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი, რომელმაც ამ შეხვედრაში 23 ქულა მოუტანა გუნდს, გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ 24 შეხვედრაში შეასრულა შედეგიანი სამქულიანი ტყორცნა
ფინალში სერბეთის მეტოქე აშშ-ს და გერმანიას შორის გამარჯვებული იქნება