საფრანგეთის ლიგა 2-ში ოცდამეცხრე ტურის შეხვედრები გრძელდება.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სატურნირო ცხრილში აუტსაიდერებს შორის მყოფ „ნანსის“ ესტუმრა და მარცხს 90+7 წუთზე ლუკას სტასინის მიერ გატანილი გოლით გადაურჩა.

ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 5,7 ) 68-ე წუთზე შეცვალეს. 45-ე წუთზე მასპინძელთა მეკარემ დავითაშვილის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

„ნანსი“ - „სენტ-ეტიენი“ 1:1(1:0)
გოლები: 6' ზაკარია ფდაუჩი 1:0. 90+7' ლუკას სტასინი 1:1