ინგლისის პრემიერლიგაში მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სენსაციურად დასრულდა შეხვედრა ბორნმუთში, სადაც„ალუბლებმა" ვარსკვლავებით გაძეძგილ „ქალაქელებს სძლიეს და ლიდერობა დააკარგვინეს.
აღსანიშნავია, რომ „ბორნმუთმა" მე-8 ტურში ასევე მანამდე დაუმარცხელ „არსენალს" სძლია.
„ბორნმუთი - „მანჩესტერ სიტი" 2:1(1:0)
გოლები: 9' ანტუან სემენიო 1:0, ევანილსონი 2:0, იოშკო გვარდიოლი 2:1
პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მინდორზე მარცხდებოდა „ლივერპული", მაგრამ 69-ე და 72-ე წუთებზე კოდი გაკპომ და მოჰამედ სალაჰმა შეძლეს „ბრაიტონის" კარის აღება და „წითლებმა" ლიდერობა დაიბრუნეს.
„ლივერპული" - „ბრაიტონი" 2:1(0:1)
გოლები: 14' ფერდი კადიოღლუ 0:1, 69' კოდი გაკპო 1:1, 72' მოჰამედ სალაჰი 2:1
სახლში „ვესტ ჰემის" დამარცხებით ლიდერთა სამეულში შევიდა „ნოტინგემი"
„ნოტინგემი" - „ვესტ ჰემი" 3:0(1:0)
გოლები: 27' კრის ვუდი 1:0, 65' კალუმ ჰადსონ-ოდოი 2:0, 78' ოლა აინა 3:0
გაძევება: 45+2' ედსომ ალვარესი („ვესტ ჰემი", მეორე ყვითელი)
„ნიუკასლმა" „არსენალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „არსენალმა" ბოლო სამი შეხვედრიდან ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.
„ნიუკასლი" - „არსენალი" 1:0(1:0)
გოლი: 14' ალექსანდერ ისაკი
კვლავ მოგების გარეშეა „იფსვიჩი", რომელმაც სახლში „ლესტერთან" 1:1 ითამაშა.
„იფსვიჩი" - „ლესტერი" 1:1(0:0)
გოლები: 55' ლეიფ დევისი 1:0, 90+3' ჯორდან აიუ 1:1
გაძევება: 77' კალვინ ფილიპსი („იფსვიჩი", მეორე ყვითელი)
მეათე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა „საუთჰემპტონმა". მან სახლში „ევერტონი" დაამარცხა.
„საუთჰემპტონი" - „ევერტონი" 1:0(0:0)
გოლი: 85' ადამ არმსტრონგი