ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ კაზინში ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის შეარჩევი ტურნირის მეოთხე ტურის შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მასპინძლებთან შეხვედრაში მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა.

ქართველთმა ხელბურთელებმა ტაიმი 12:10 მოიგეს, შეხვედრა კი 22:20 და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორე ადგილზე არიან. საქართველოს ნაკრებიდან 6 ბურთი თეიმურაზ ორჯონიკიძემ შეაგდო, ხუთ-ხუთი გიორგი ცხოვრებაძემ და გიორგი დიხამინჯიამ, სამ-სამი კი ირაკლი კბილაშვილმა და ირაკლი არსენაშვილმა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო 20:22(10:12)

ამავე ჯგუფში დღეს გამართულ მეორე შეხვედრაში ისლანდიამ საბერძნეთს მოუგო

ისლანდია - საბერძნეთი 33:21(16:9)

მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები 8 მაისს თბილისში გამართავს საბერძნეთის ნაკრებთან, ბოლო მეექვსე ტურის მატჩის ჩასატარებლად კი რეიკიავიკს ესტუმრება და ისლანდიის ნაკრებს შეხვდება. ამ უკანასკნელმა უკვე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა.