ბრატისლავაში გრძელდება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.
დღეს, ბრატისლავაში, თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 57-65-79-92კგ წონითი კატეგორიებში გაიმართა ფინალური შეხვედრები.
92 კგ წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ყურაშვილი ირანელ აბოლფაზლ იასერ რაჰმანი ფირუზჯაისთან 0:2 მარცხდებოდა, შეხვედრის დამთავრებამდე კი 10 წამი იყო დარჩენილი. ყურაშვილმა შეუტია ილეთი წამოიწყო და 4-ქულიანი გდება ბოლო წამზე დაასრულა. ირანელების პროტესტი დროის ამოწურვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად რეპეშაჟიდან იჭიდავებენ კონსტანტინე პეტრიაშვილი და ალექსანდრე აბრამიშვილი.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




