იტალიაში, რომში, ძიუდოისტთა ევროპის ღია ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრებო დღის შეხვედრები დასრულდა

60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი უკრაინელი არტიომ ლესიუკი (მსოფლიო რეიტინგი N28) გახდა. მან ფინალში იტალიელი ფრანჩესკო სამპინო (N397) დაამარცხა.

66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი კვიპროსელმა გეორგიოს ბალარჯიშვილმა მოიპოვა. მან ფინალური შეხვედრა იტალიელ ფრანჩესკო კარნელუტის მოუგო.

ამ წონით კატეგორიებში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა, მომდევნო, 73 კგ წონითაში კი ასპარეზობაში 73 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი (N219) და გიორგი იანტბელიძე (ურეიტინგო) ჩაებნენ. ნინიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა იტალიელ ლუკა რუბეკასთან (N330), იანტბელიძემ კი პირველი შეხვედრა ლაიონელ ბებისთან (N384) მოიგო, მეორეში კი მეტოქედ მომავალი გამარჯვებული, იტალიელი ლეონარდო ვალერიანი (N105) ჰყავდა.

73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველებთან შეხვედრებში გამარჯვებულები, ლეონარდო ვალერიანი და ლუკა რებეკა შეხვდნენ.

ხვალ ასპარეზობაში ჩაებმებიან ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი, მიხეილ კუპრაშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი, დღემდე დაუდგენელი მიზეზით „გაწითლებული" დოპინგტესტის გამო თითქმის მთელი წლით დისკვალიფიცირებული ლუკა მაისურაძე.