საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა.
ეროვნული გუნდის ღირსებას, საფრანგეთის დედაქალაქში სამი ათლეტი დაიცავს. 

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის შემადგენლობა პარიზი 2024-ზე ასეთია:
რამაზ ზოიძე - 67 კგ
ლაშა გობაძე - 87 კგ
რობერტ კობლიაშვილი - 97 კგ
მთავარი მწვრთნელი - ვლადიმერ გეგეშიძე
მწვრთნელი - ბექა როყვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებთან, ზაფხულის თამაშებზე იმუშავებს ჩვენი ექიმ-რეაბილიტოლოგი, ლაშა ღონღაძე. 
ქართველი ბერძენ-რომაელებიდან, პირველი, ხალიჩაზე 6 აგვისტოს, რობერტ კობლიაშვილი გამოვა, ხოლო რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე ასპარეზობას 7 აგვისტოდან დაიწყებენ.

ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს.