UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.
სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილს უკვე 3 ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული - ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო..
დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.