„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სარეზერვო გუნდში გადაიყვანა იჯარიდან დაბრუნებული ფეხბურთელები: რანდალ კოლო მუანი, მარკო ასენსიო, კარლოს სოლერი და მილან შკრინიარი. ამის შესახებ პორტალმა Ok Diario-მ დაწერა.

წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ესპანელი სპეციალისტი არ აკეთებს მომავალ სეზონში აქცენტს ამ ფეხბურთელებზე. აღნიშნავენ, რომ სარეზერვო გუნდში ნაკლები დატვირთვებია, რის გამოც ფეხბურთელებს ტრავმის მიღების ნაკლები რისკი და, შესაბამისად, სხვა კლუბში გადასვლის მეტი შანსი აქვთ.

ამტკიცებენ, რომ სოლერი ახლოს არის „ვილიარეალში“ გადასვლასთან, ასენსიოსა და შკრინიარს თურქულ „ფენერბახჩეს“ უკავშირებენ, ხოლო კოლო მუანის კონტრაქტის გამოსყიდვა „იუვენტუსს“ სერს.

სოლერმა გასული სეზონი იჯარით „ვესტ ჰემში“ ითამაშა, ასენსიო ბოლო ნახევარი წელი „ასტონ ვილაში“ იყო, შკრინიარი – „ფენერბახჩეში“, კოლო მუანი კი „იუვენტუსში“.