ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ინტერ მაიამი“ დაამარცხა (4:0) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა პარიზელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ:
„თამაშის რიტმს ვაკონტროლებდით. სწორედ ეს გვქონდა ჩაფიქრებული თავიდანვე. პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად გამოგვივიდა, თუმცა მეორეში ენერგიის ნაკლებობა იგრძნობოდა. საერთო სურათით კმაყოფილი და გახარებული ვარ. მოთამაშეების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ. ისინი ყოველ მომენტში იბრძვიან და გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. ასე უნდა განვაგრძოთ“.
„პარი სენ-ჟერმენი“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
თარგმანი: პირველი არხი