საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბის "პარი სენ-ჟემენის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიამ ან ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლზე წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაიწყვიტა.
როგორც გამოცემა Le Parisien-ი წერს, საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, სათამაშოდ აპრილში იყოს მზად.
„უნდა დაიმატოს თუ არა პსჟ-მ ვინმე ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში? „პარი სენ-ჟერმენი“ ყოველთვის აცხადებდა, რომ არსებულ შესაძლებლობებს აკვირდება, მოთამაშის ასეთი ხანგრძლივი არყოფნა კი კლუბს, შესაძლოა, ქმედებისკენ უბიძგებდეს.
კლუბში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ნჯანტუსა და მაიულუს დიდი იმედით უყურებენ და ისინი როტაციაში თავიანთ როლს შეასრულებენ. კვარაცხელიას პოზიციაზე შესაძლო ალტერნატივებია – დეზირე დუე, მაგნეს აკლიუში და მიკა გოდტსი.
რაც შეეხება თავად კვარაცხელიას მდგომარეობას, ქართველი ვარსკვლავი მოედანზე, შესაძლოა, აპრილის ბოლოს დაბრუნდეს“, – ამტკიცებს Le Parisien-ი.
შეგახსენებთ, მომხდარ ფაქტს თავად ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა, ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, არ გიღალატებთ - მალე შევხვდებით
მოგვიანებით კი ნიცა თავაძემ მიმართა მეუღლეს, ხვიჩა კვარაცხელიას: ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება - უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე ოდესმე














