უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მერვედფინალური შეხვედრები დასრულდა.

ლივერპულში, „ენფილდზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ შეხვდა.

პარიზელები შეხვედრის მე-12 წუთზე უსმან დემბელეს გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ კი ძირითადი დრო ისე მიილია, რომ გოლი აღარ გასულა.

ორი მატჩის ჯამში თანაბარი შედეგის გამო დამატებით დრო დაინიშნა, რა დროსაც გუნდებმა კვლავ ვერ შეძლეს გოლის გატანა და გამარჯვებულის გამოვლენა თერთმეტმეტრიანებით მოხდა.

უფრო ზუსტად თერთმეტმეტრიანები პარიზელებმა დაარტყეს. ჯანლუიჯი დონარუმამ დარვინ ნუნიესის და კერტის  ჯონსის დარტყმული პენალტები  მოიგერია და მხოლოდ პირველი, მოჰამედ სალაჰის შესრულებული თერთმეტმეტრიანი გაუშვა. პარიზელებმა ოთხი თერთმეტმეტრიანი დაარტეს ზუსტად, მეხუთეს დარტყმა კი აღარ გახდა საჭირო.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 7,2)  101-ე წუთზე ლუის ენრიკემ კანგ-ილი ლითი შეცვალა.

„ლივერპული“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 0:1(0:1,0:1) პენალტებით 1:4 პირველი მატჩი 1:0


მეოთხედფინალში პარიზელები „ასტონ ვილას: და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. პირველი შეხვედრა ბელგიაში ინგლისელებმა 3:1 მოიგეს.

სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

„ინტერი“ - „ფეიენორდი“ 2:1(1:1) პირველი მატჩი 2:0


„ბაიერნი“ - „ბაიერი“ 2:0(0:0) პირველი მატჩი 2:0


„ბენფიკა“ - „ბარსელონა“ 1:3(1:3) პირველი მატჩი 1:0