საფრანგეთის ლა ლიგა 1-ს ბოლო ტურის წინ ლანსში ადგილობრივ „ლანსს“ და „პარი სენ-ჟემენს“ შორის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

პარიზელებმა, რომლების მეტოქეს ექვსი ქულით უსწრებდნენ, ორივე ტაიმში გაიტანეს გოლი, საკუთარი კი მშრალად დაიცვეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 6,1) პირველი ტაიმის 29-ე წუთზე გახსნა ანგარიში და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მერვედ გაიტანა გოლი. ლუის ენრიკემ იგი 69-ე წუთზე შეცვალა. 

„ლანსი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 0:2(0:1) 
გოლები: 29' ხვიჩა კვარაცხელია 0:1, 90+2' იბრაჰიმ მბაიე 0:2