სერბეთი 17 და 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა ისტორიული აღმოჩნდა ქართველი ქალი მოჭიდავეებისთვის - მირანდა კაპანაძე (57 კგ) პირველი ქართველი ქალი მოჭიდავეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე თურქი ოზლემ გურსოი ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ჩეხ მოჭიდავესა და აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს ქალ მოჭიდავეთა არც ეროვნულ და არც რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს ამ რანგის შეჯიბრებაში ჩემპიონი არ ჰყოლია.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.