მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისა და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, სპორტსმენებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული სპორტსმენი არის საქართველოს საუკეთესო ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე.

„ისტორიული შედეგების ფონზე, ძალიან რთული ამოცანაა რომელიმე სპორტსმენის გამოყოფა და საუკეთესოს გამოვლენა, თუმცა დღევანდელი დღე სწორედ ამას ეძღვნება და მინდა, მივულოცო გამარჯვებულებსა და ნომინანტებს. თითოეული წარმატებული სპორტსმენი არის გამარჯვებული თავისთავად, არის ღირსეული მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. თითოეული მათგანი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, არის საუკეთესო ელჩი საქართველოსთვის მსოფლიო ასპარეზზე. ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ. ყველას მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა, მოგილოცოთ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ პერსონალს, ყველას, ვინც არის ჩართული ქართულ სპორტის წარმატებაში. მადლობა თითოეულ თქვენგანს შრომისთვის, პატრიოტიზმისა და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა“, – განაცხადა პრემიერმა.