ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში საქართველო-პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პორტუგალიამ ბოლომდე იომა, მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილი აძლევდა მოდუნების საშუალებას, ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე იომეს და ასეთი გუნდი დავამარცხეთ. ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, ესპანეთთანაც მოგებისთვის უნდა გავიდეთ. ყველა თამაში რთულია ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ესპანეთთანაც დარწმუნებული ვარ, ბიჭები მოგებისთვის გავლენ, დანარჩენი ვნახოთ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა ევრო2024-ზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა