„პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც." - ამის შესახებ UFC-ს მსოფლიო ჩემპიონმა ილია თოფურიამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთმა გაუნათა გონება და მისცა ეს შეხედულება და არავის სხვას“, - განაცხადა თოფურიამ.