გორელი ლიზა ლობჟანიძე (64 კგ), ბოსნია ჰერცოგოვინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოსწავლე მოკრივეთა შორის, მედლის მფლობელია, რაც გორის კრივის ისტორიაში ქალთა შორის, პირველად მოხდა!

 ლიზამ, მეოთხედფინალში ლიეტუველი მოკრივე გინტარე აუზელიტე დაამარცხა, რითაც ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ამასთან, ის აგრძელებს უფრო მაღალი სინჯის მედლისთვის ბრძოლას. 

ლიზა ლობჟანიძე, გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლის წარმომადგენელია. ის გახლავთ, ცნობილი გორელი მოკრივის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და ამჟამად ჩვენი ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბექა ლობჟანიძის შვილი.
 

მისი პირადი მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია. 

ვულოცავთ ლიზას გორის კრივის ისტორიაში პირველ მედალს ქალთა შორის და ვუსურვებთ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში და ასევე მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებებს! 

ლობჟანიძის გარდა, გორიდან და ვარიანიდან კიდევ სამი მოკრივე ასპარეზობს, ბოსნია ჰერცეგოვინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე და სასიხარულოა, რომ თავისი პირველი შეხვედრები მოიგეს ყველა მათგანმა - ვარიანელებმა ზაზა მდინარიძემ (44 კგ) და ნიკოლოზ ხიზანაშვილმა (46 კგ), აგრეთვე გორელმა თემურ პავლიაშვილმა (57 კგ).