ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ მისებრ ლა ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის მებრძოლ „უესკა“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ გალიდერდა.
გიორგი ქოჩორაშვილმა (Flascore - 7,5) 87-ე გაფრთხილება მიიღო და შემდეგ თამაშს გამოტოვებს. მეორე გოლი „ლევანტემ“ მისი საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა.
„ჰუესკა“ - ლევანტე“ 1:2(0:0)
გოლები: 54' დიეგო ვარელა პამპინი 0;1, 67' ხოაკინ მუნიოსი 1:1), 90+1' ალექს ფორესი (ასისტენტი გიორგი ქოჩორაშვილი) 1:2
ამავე ლიგაში მოთამაშე გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ გასვლაზე „კადისს“ ხვდება. შეხვედრაში ანგარიში ჯერ არ გახსნილა