ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს 100-ს საუკეთესო ფეხბურთელს შორის - რეიტინგი ბრიტანულმა ჟურნალმა Four Four Two-მ გამოაქვეყნა.
ჩამონათვალი შეადგინეს 168 წამყვანი ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგად. სიაში კვარაცხელია 30-ე ადგილს, მამარდაშვილი კი 83-ე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე მადრიდის “რეალის“ ფეხბურთელი, ბრაზილიელი ვინისიუსი.