"მამარდაშვილი, მიქაუტაძე და კვარაცხელია - საქართველოს წმინდა სამება" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ესპანური გამოცემა elperiodico.
დებიუტანტი გუნდის მოულოდნელი რეიტინგი არც მეკარის აღებული გოლებით აიხსნება, არც მისი ორი უძლიერესი თავდამსხმელით და არც საუკეთესო ბომბარდირით. საქართველოს ჰყავს ორი სტატისტიკური ლიდერი, რომელიც გუნდში განმსაზღვრელ ფუნქციას ასრულებს: ის, ვინც ასე პროფესიონალურად უშლის ხელს გოლების გატანას და ის, ვისაც გოლები გააქვს. გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ნაკრების ორი საკვანძო ფიგურაა. მესამე არის ხვიჩა კვარაცხელია. ისინი არიან ნაკრების წმინდა სამება და ამას ემატება 8 გლადიატორი.
საქმე ის კი არაა, რომ ისინი ნაკლებად ან მეტად შრომობენ, ვიდრე დანარჩენები. ასე რომ იყოს, რეიტინგებში პირველ ადგილზე ვერ აღმოჩნდებოდნენ. მაგრამ, ამ სამი მოთამაშის წყალობით, მათ სერიოზული ნახტომი გააკეთეს და ერთი ქულით მეტი აიღეს, ვიდრე მათმა კონკურენტებმა.
საერთო ჯამში, არც ამ სამის და არც დანარჩენის გარეშე, ამ შემადგენლობის გარეშე, ამ ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე წარმოუდგენელი იქნებოდა.
მამარდაშვილი N1 და საუკეთესო
გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. იმაზე მეტი აღიარება მოიპოვა, ვიდრე ჯანლუიჯი დონარუმამ, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა იტალიას. უნაი სიმონი არ ითვლება, რადგან ის ფეხზე ძლივს იდგა, თუმცა ერთადერთია, ვისაც გოლი ვერ გაუტანეს.
32 წლის მამარდაშვილი ერთადერთი წარმომადგენელია "ვალენსიადან" ევროთასზე, რომელიც 20 ქულით სატურნირო სიის ლიდერია. მართალია, მან ვერ შეაჩერა გოლი თურქეთთან, რომლებმაც ცარიელ კარში გაიტანეს, რადგან მამარდაშვილი გასული იყო კარიდან, თუმცა მოახერხა ანგარიშის შეჩერება ჩეხეთთან და არცერთი ბურთი არ გაატანინა.
მისი მომავალი ვალენსიაში ჯერ კიდევ გაურკვეველია. მისი წასვლის მოლოდინში, კლუბმა უკვე ხელი მოაწერა კონტრაქტს 30 წლის გოლკიპერთან, დიმიტრიევსკისთან და სავარაუდოდ, სწორადაც მოიქცა, რადგან მამარდაშვილის ფასი უკვე ცაშია ავარდნილი.
ეს ბიჭი გიორგი მიქაუტაძეა!
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მან უკან ჩამოიტოვა ყველა და ერთადერთია, რომელსაც სამივე თამაშში გოლი აქვს გატანილი. წარსულში ეს შედეგი ჰქონდა 8 უცნობილეს ფეხბურთელს: ალან შირერს, რუდ ვან ნისტერლოის, სავო მილოშევიჩს, სტოიჩკოვს, კრიშტიანუ რონალდუს, გარეტ ბეილს და მილან ბაროსს. რაც შეეხება მიშელ პლატინს, ის მოქმედი რეკორდსმენია 9 გატანილი გოლით 1984 წლიდან.
მიქაუტაძემ ორი პენალტი გაიტანა, ასევე პირველი გოლი საქართველოს ისტორიაში ევროპის თასზე. ის კვარაცხელიასთან ერთად თამაშობდა და მათი პარტნიორობა შედგა. მას რვა "გასროლა" დასჭირდა იმისთვის, რომ სამი გოლი გაეტანა. შედარებისთვის, რონალდუმ 12 მცდელობიდან ვერცერთი გოლი გაიტანა.
კვარაცხელია, იგივე კვარადონა!
ხვიჩა კვარაცხელიას კარიერა 2022-2023 წელს დაიწყო ნაპოლის კლუბში და 33 წლის შემდეგ, სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა გუნდმა სერია ა-ს ტიტული. ეს იყო ისტორია მარადონადან კვარადონამდე.
როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ქართველ ფორვარდს კლუბთან კონფლიქტური სიტუაცია აქვს, რადგან მას წასვლა უნდა, კლუბის მფლობელი კი არ თანხმდება. როგორც ამბობენ, ამ ამბავში პარი სენ ჟერმენის ხელი ურევია, რადგან ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებას ფეხბურთელის მენეჯერთან.
23 წლის ფეხბურთელს 45 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 9 შედეგიანი გადაცემა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ტრავმის გამო მას 2 თვე არ უთამაშია.