უეფას ერთა ლიგაზე პირველი ტურის მორიგი რვა შეხვედრა დასრულდა.
A ლიგის მეორე ჯგუფში საფრანგეთმა შეხვედრის მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. სტუმრებმა 30-ე წუთზე გაიტანეს საპასუხო გოლი და ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან ექვს წუთში ფრატეზიმ სტუმრები დააწინაურა. 74-ე წუთზე კი ჯაკომო რასპადორიმ იტალიელთა უპირატესობა გამოკვეთა
საფრანგეთი - იტალია 1:3(1:1)
გოლები: 2' ბრედლი ბარკოლა 1:0, 30' ფედერიკო დიმარკო 1:1, 51' დავიდე ფრატეზი 1:2, 74' ჯაკომო რასპადორი 1:3
ამავე ჯგუფში ბელგიამ ისრაელთან დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს გოლის გაქვითვა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან სამ წუთში იური ტილემანსმა ბელგიელები დააწინაურა, კიდევ ხუთ წუთში კი კევინ დე ბრეინემ თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში 3:1 გახადა
ბელგია - ისრაელი 3:1(1:1)
გოლები: 25' კევინ დე ბრეინე 1:0, 36' ტიმოთი კასტანიე, საკუთარ კარში 1:1, 48' იური ტილემანსი, 53' კევინ დე ბრეინე, თერთმეტმეტრიანიდან 3:1
63-ე წუთზე ლუა ოპენდას დარტყმული თერთმეტმეტრიანი ისრაელის მეკარე იოავ გერაფიმ მოიგერია
B ლიგის მესამე ჯგუფში სლოვენიამ ავსტრიასთან დაწინაურდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სტუმრებმა იყოჩაღეს და გაიტანეს საპასუხო გოლი.
სლოვენია - ავსტრია 1:1(1:1)
გოლები: 16' ბენჟამინ სესკო, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 29' კონრად ლაიმერი
ყაზახეთმა საშინაო შეხვედრაში გაუძლო ნორვეგიელთა შეტევებს და ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ flashscore-მ ერლინ ჰოლანის თამაში 6,6-ით შეაფასა. ძირითადი შემადგენლობის სხვა 21 ფეხბურთელიდან უფრო დაბალი შეფასებები მხოლოდ მეკარეებმა მიიღეს.
ყაზახეთი - ნორვეგია 0:0
B ლიგის მეოთხე ჯგუფში პირველი ტაინის შემდეგ უელსში ანგარიში არ გახსნილა, ისლანდია მონტენეგროს უგებს.
უელსი - თურქეთი 0:0
გაძევება: 63' ბარის ალპერ ილმაზი (თურქეთი, მეორე ყვითელი)
ისლანდია - მონტენეგრო 2:0(1:0)
გოლები: 39' ორი ოსკარსონი 1:0, 59' აგუსტ თორსტეინსონი 2:0
C ლიგის მეორე ჯგუფში თემურ ქეცბაიას კვიპროსმა ლიეტუვაში გაიმარჯვა. მასპინძლები სტუმრებზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა უპირატესობის რეალიზება ვერ შეძლეს, სტუმრებმა კი 34-ე წუთზე გოლის გატანა და მინიმალური სხვაობის ბოლომდე შენარჩუნება შეძლეს.
ლიეტუვა - კვიპროსი 0:1(0:1)
გოლი: 34' იოანის პიტასი
ამავე ჯგუფში რუმინეთმა კოსოვოში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
კოსოვო - რუმინეთი 0:3(0:1)
გოლები: 40' დენის მანი 0:1, 51' რაზვან მარინი, თერთმეტმეტრიანიდან 0:2, 82' რაზვან მარინი 0:3
გაძევება: 85' მერგიმ ვოივოდა (კოსოვო, მეორე ყვითელი)
მასალა განახლებულია.




