გერმანიის ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და პლე-ოფში თამაშის შანსი შეინარჩუნა.

ბუდუ ზივზივაძე (Flashscore - 6,2) მწვრთნელმა 82-ე წუთზე შეცვალა.

„კიოლნი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 1:3(1:2)


ბოლო ტურში ითამაშებენ:
 
„ჰაიდენჰაიმი“ - „მაინცი“
„სანკტ პაული“ - „ვოლფსბურგი“

„ვოლფსბურგის“ გამარჯვების შემთხვევაში „ჰაიდენჰაიმს“ დიდი ანგარიშით მოგება სჭირდება. „სანკტ პაულის“ გამარჯვების შემთხვევაში კი იმავენაირი სხვაობით გამარჯვება იქნება საკმარისი