ხვიჩას რომ ლანძღავდნენ, დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ იმათ ვულოცავ განსაკუთრებით ))) ვიცი გაუხარდებიდათ მისი სასწაული გოლი )))) რა იყო ეს აააა.... მხეცია, მხეცი - წერს პარტია "მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: იტალიის სერია A-ში ოცდამესამე ტურის შეხვედრები დაიწყო.

სერია A-ს ერთპიროვნულმა ლიდერმა და ჩემპიონობის, პრაქტიკულად, ერთადერთმა კანდიდატმა „ნაპოლიმ" გასვლაზე „სასუოლო" დაამარცხა.

„ნაპოლის" რიგებში  კვლავ გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელია. მან შეხვედრის დასაწყისში ჩემპიონატზე თავისი მე-10 გოლიც გაიტანა

„სასუოლო" - „ნაპოლი" 0:2(0:2)
გოლები: 12' ხვიჩა კვარაცხელია 0:1, 33' ვიქტორ ოსიმჰენი 0:2