ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ტურის ბოლო შეხვედრაში „ბარსელონა" „ვალენსიას" მასპინძლობდა.

„ბარსელონა" შეხვედრის 22-ე წუთზე ფერმინო ლოპესის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 27-ე წუთზე ჰუგო დურომ მცველის უხეში შეცდომის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, 38-ე წუთზე პეპელუმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და სტუმრები დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმის 45+3 წუთზე საჯარიმო მოედნის გარეთ გიორგი მამარდაშვილმა ხელით ითამაშა და მსაჯმა იგი მინდვრიდან გააძევა.

ათი კაცით დარჩენილმა „ვალენსიამ" მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვა. სამივე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა 51-ე, 82-ე და 90-ე წუთებზე.


„რეალ სოსიედადი" - „რეალი" 0:1(0:1)


„ლას-პალმასი" - „ჟირონა" 0:2(0:1)


„ალმერია" - „ხეტაფე" 1:3(1:1)


„ალავესი" - „სელტა" 3:0(0:0)


„ატლეტიკო" - „ატლიტიკი" 3:1(1:1)


„კადისი" - „მალიორკა" 1:1(0:1)


„გრანადა" - „ოსასუნა" 3:0(1:0)


„ვილიარეალი" - „რაიო ვალიეკანო" 3:0(1:0)


„ბეტისი" - „სევილია" 1:1(1:0)