მხატვარ ზურა გომელაურს პატრიარქთან 25 წლიანი მეგობრობა აკავშირებს, ის "რუსთავი 2"-ის ეთერში ამ მეგობრობაზე საუბრობს. 

"წარმოუდგენელი დანაკლისია, მაგრამ მეორეს მხრივ გამოჩნდა რა უნდა ხალხს, მე მგონია პატრიარქი არის გზა, სწორი გზა. პატრიარქი ხომ არ არიგებდა ოქროსა და ვერცხლს მან ხალხის სიყვარული მოიპოვა დიდი სიყვარულით.  

ის იყო თავმდაბლობის მაგალითი, თბილი, ყურადღებიანი და თუ რამეს გირჩევდა, ისე გირჩევდა რომ უცებ თვალები აგეხილებოდა. "