ზღვის უბნის დასახლებაში, მე-4 მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 900 კვ.მ ფართობზე დაიგო. გზის რეაბილიტაციამდე წყალარინებისა და წყალსადენის მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა.
სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„ნაძალადევის რაიონში კორპუსების ეზოების მოწესრიგებას აქტიურად ვაგრძელებთ. ზღვის უბნის ამ მისამართზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მიწისქვეშა კომუნიკაციებიც შეიცვალა. აღნიშნული პროექტით ეზო სრულად მოწესრიგდა. შედეგად ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
საგზაო სამუშაოების ღირებულება 60 000 ლარია. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ჯამში, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 118 000 ლარი დახარჯა.