2008 წელს გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ზაზა გოგავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 - 2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება, კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის კითხვას პასუხობს.
კერძოდ, საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის ქმედებას, რომელიც აგვისტოს ომის დროს, პირდაპირ ეთერში რუკაზე აჩვენებდა განლაგებას და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
ზაზა გოგავამ შსს იმჟამინდელი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის ქცევას, „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა.
სუბარის კითხვაზე, რომ გოგავამ, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, რომელსაც ყველა ემორჩილებოდა, ნუთუ ვერ გასცა ბრძანება, რომ შოთა უტიაშვილი და ეკა ზღულაძე მოეხნათ ეთერიდან, გოგავა პასუხობს, რომ „ეს ომია და ეგეთი რაღაცები ხდება“.
„გამოდის, რომ არის რაღაცები რასაც ყურადღებას ვერ აქცევ. გამოდის კი არა, ასეა. ეს ომია და ომში ეგეთი რაღაცები ხდება“-აღნიშნა გოგავამ.