„თქვენ 200 ათასზე მეტი მოქალაქე გააქციეთ ამ ქვეყნიდან, რომლებიც უკან არ დაბრუნებულა და ამაზე უნდა აგოთ პასუხი მე კი ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების კარგად გაგებაში დაგეხმარებით“, - ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მიგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გააკრიტიკეს.
„დიახ, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ამ ქვეყანაში დაწესებულიყო უვიზო მიმოსვლა და დაცული ყოფილიყო ადამიანის ოთხი ძირითადი თავისუფლებიდან ერთ-ერთი - თავისუფალი გადაადგილების უფლება. თქვენ იმაზე ნუ ნერვიულობთ, რომ 2018 წლიდან დღემდე მხოლოდ 29 ათასი ადამიანი რომ არ დაბრუნდა ქვეყანაში, რომლებიც სასწავლებლად, ლეგალურად სამუშაოდ, დარჩნენ ევროკავშირში და რომლებიც აუცილებლად დაბრუნდებიან. თქვენ პასუხი აგეთ იმაზე, რომ რომ 2004-2012 წლებში 200 ათასზე მეტი მოქალაქე გააქციეთ ამ ქვეყნიდან და ისინი არასოდეს დაბრუნებულა“, - მიმართა საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.
მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები აფრიალებენ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას, კარგი იქნებოდა, რომ რომ სტრასბურგში, სწორედ ევროპარლამენტის გვერდით მდებარე სასამართლოს შენობაში გაკეთებული განცხადებისთვისაც მიექციათ ყურადღება.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული ერთი გადაწყვეტილების შესახებ თუ წაიკითხეთ რამე, სადაც ნათქვამია, რომ თქვენი ხელისუფლება 2004 -2012 წლების განმავლობაში სისტემურ დანაშაულებს ეწეოდა. ნუთუ სხვა ადამიანების წამება თანხვედრაში არის მიხეილ სააკაშვილის დედასთან და ოჯახის წევრებთან ერთად ოროთახიან პალატაში პატიმრობის ვადის მოხდასთან? პარალელის გავლება შეგიძლიათ?“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე და დაინტერესდა მზად იყვნენ თუ არა საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, გაზრდილი ბიუჯეტის, ახალი პროგრამებისა და პროექტების მხარდასაჭერად.
„თუ სააკაშვილის ციხიდან გამოსახსნელად გგონიათ აგირჩიათ დედაქალაქის მცხოვრებლებმა ამ საკრებულოში“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.