უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს. აქცია უკრაინის მოქალაქეების ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი პერფორმანსი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. მონაწილეებმა მშვიდობის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გაშალეს.