თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
მისვე თქმით, ხანძარი 15 000 კვადრატზე გავრცელდა.
"112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.
მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.