თბილისში, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის აივნიდან 5 წლამდე ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლი დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.