თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თავისუფლების მოედანზე,მეალილოებს ქრისტეს შობა მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.
ალილოს მსვლელობისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სრულიად საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა. მისი თქმით, ალილო არის ის ძირძველი ტრადიცია, რომელსაც ქართველი ხალხი ყოველწლიურად ტრადიციული მსვლელობით აღნიშნავს.
„მინდა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულიმივულოცო. დღევანდელი დღე არის სიკეთის და სიხარულის მომტანი. წლევანდელი წელი მართლაცგანსაკუთრებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მინდაჩვენს ქვეყანას გამთლიანება, ერთობა ვუსურვო. დიდისიხარულით და ამაღლებული განწყობით ვუერთდებითალილოს მსვლელობას, რომელიც ჩვენი უწმინდესი დაუნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ეს არის სიმბოლო ჩვენიერთიანობის და თანადგომის. კიდევ ერთხელ ვულოცავჩვენს თანამოქალაქეებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქრისტესშობის დღესასწაულზე ალილოსმსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდანდაიწყო. მეალილოებმა რუსთაველის გამზირისადა თავისუფლების მოედნის გავლითმსვლელობა ლოცვით და გალობით ყოვლადწმინდასამების ტაძარში დაასრულეს.
ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ტკბილეულსა დასაჩუქრებს მოსახლეობაც გადასცემდა. შემოწირულობა, რომელიც ალილოს მსვლელობისას შეგროვდა, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურდაწესებულებებში გადანაწილდება.