მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე- პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.