თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოს ბიზნესს ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
თავდაცვის კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. „საქართველოს ბიზნესს ასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. ასოციაციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები დადებითად შეაფასეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კი, ასოციაციის წევრებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.