ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, იმ გამოწვევებზე იმსჯელეს რომელთა წინაშეც, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წევრი სახელმწიფოები დგანან. მინისტრის მოადგილემ საქართველოში მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ფინანსური ხელმისაწვდომობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ ქვეყანაში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების, GMP და GDP სტანდარტების დანერგვისა და წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები.
ღონისძიებაზე სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებად წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ანაზღაურების სქემის დახვეწა, ასევე ახალი მედიკამენტების დანერგვისთვის საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბება განისაზღვრა.
მოლდოვაში, თამარ გაბუნიასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი თინა ტურძილაძე და ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო კვერნაძე იმყოფებიან.