„თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც გვაწუხებს ჩვენ და საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები“, - ასე გამოეხმაურა უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ის პირად გვერდზე.
მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის მიგვითითებს იმაზე, რომ ეკლესია და პოლიტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.
„საქართველოს არსებობის მანძილზე, ქვეყნის მართვა ყოველთვის ხდებოდა ეკლესიისა და ხელისუფალთა ერთობლივი ძალისხმევით, რწმენისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუბით. ამჯერადაც ასეა. თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც გვაწუხებს ჩვენ და საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები. არ მოეწონებოდათ იმ განწყობებისა და ხედვების თანხვედრა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილსა და ქართულ ეკლესიაშია. ქვეყანა უმრავლესობით იმართება. საბედნიეროდ, მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიის მრევლია და მათთვის მისაღებია ეპისტოლეს ყოველი სიტყვა. ეკლესია სულიერების მმართველია, რომელიც სახელმწიფოებრიობის საყრდენია. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ამჯერადაც თანამედროვეობის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს პასუხობს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სწორ გზას, საითაც უნდა ვიაროთ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
]საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს 2023 წლის სააღდგომო ეპისტოლე (სრული ვერსია)