ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პატრიარქის, ილია მეორეს მიერ ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს და წერს:
ეს ამბავი უნდა მოვყვე ❤️ერთხელ უწმინდესმა დამიბარა. დამსვა და ძალიან დეტალურად გამომკითხა ყველაფერზე: რას ვაკეთებდით, რა გეგმები გვქონდა, რა გამოწვევების წინაშე ვიდექით და სად გვჭირდებოდა დახმარება. მეც ვყვებოდი და ვყვებოდი, აღარ ვჩერდებოდი.
მომისმინა ძალიან ყურადღებით და მერე მითხრა: რასაც ხელი მოკიდე, ბოლომდე უნდა მიიყვანოო. დიდი ჯვარია ეს, მაგრამ რადგან შეეჭიდე, უნდა ზიდო კიდეცო. მერე, როგორც მას ჩვეოდა, გამამხნევა და მითხრა: იცოდე რო შენი იმედი მაქვსო.
და უცებ, სრულიად დაუფიქრებლად, ვუპასუხე: უწმინდესო, მთელი სოფლის მეურნეობა ღმერთის იმედად არის და რაღა თქვენ გაქვთ ჩემი იმედითქო. 🥹
ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიცილის ხმა. მითხრა: აი, ეს რამ მოგაფიქრა ახლაო.
როცა მისი მისაღებიდან გამოვედით, ეს ამბავი ყველას მოუყვა, ვინც კი შეხვდა. ❤️
რამდენიმე დღის შემდეგ კი ეს საოცარი წერილი გამოგვიგზავნა. ის მართლაც სოფლის მეურნეობის დიდი ქომაგი იყო. ❤️ მისი წერილიდანაც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერების გაძლიერების და ფერმერთა ასოციაციის მნიშვნელობაზე. ❤️






