პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, მამუკა ხაბარელს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს, ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 მამუკა ხაბარელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია გააცნო ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიაში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს წარედგინათ.  მისი თქმით, ფრანკფურტში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე, „ბაკურიანი 2025“ - ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა, საუკეთესო სპორტული ღონისძიების სტატუსი ოფიციალურად მიიღო.

შეხვედრაზე, მამუკა ხაბარელმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მხარდაჭერის და ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით, სპეციალური სამადლობელი ჯილდო გადასცა.

 „ბაკურიანი 2025“ - ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 9-16 თებერვალს ჩატარდა. მასში 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.