101 წლის მეცნიერს ელენე აბაშიძის ცხოვრების გზა არის მნიშვნელოვანი და ხელშესახები მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად გეოლოგია - მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, 101 წლის მეცნიერს ელენე აბაშიძეს ვესტუმრე და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე პირადად მივულოცე.
ელენე აბაშიძის ცხოვრების გზა, მოღვაწეობა, მისი შემართება, არის მნიშვნელოვანი და ხელშესახები მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, უამრავი გოგონასა და ქალისთვის.
საამაყოა, რომ ქალი, ვისი სამეცნიერო მოღვაწეობა მსოფლიომ არაერთხელ აღიარა, დღესაც ასეთი შემართებითაა. ვულოცავ ქალბატონ ელენეს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს“,- წერს შალვა პაპუაშვილი.