"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი უწმიდესს და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა 90 წლის იუბილეს ულოცავს. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვულოცავ საიუბილეო 90 წელს დაბადებიდან. მან თავისი უმძიმესი ტვირთი,უდიდესი ცვლილებების ეპოქაში ორი საუკუნის მიჯნაზე ზიდა.

ვუსურვებ სიცოცხლეს და სამწყსოს ბედნიერებას. სიღატაკიდან, დაშლილობიდან, სოციალური ქაოსიდან, პოლიტიკური დიქტატურისგან ქვეყნის გამოსვლას და იმ ქრისტეს გზაზე მტკიცედ შედგომას რაც ჩვენმა ერმა აირჩია ორი ათასი წლის წინ. განწმენდის ფარვატერში კი უნდა იმყოფებოდნენ უპირველესად ღვთისმსახურნი, განსაკუთრებით უმაღლესი იერარქიიდან. მათ თავი უნდა დაანებონ ძლიერთა ამ ქვეყნისათა მსახურებას და დაბრუნდნენ ხალხის, გაჭირვებული ადამიანის სამსახურში. ისინი უნდა გვევლინებოდნენ უპირველეს ოპოზიციონერებად ხელისუფლებისადმი ყოველგვარი უზნეობის წინააღმდეგ. აი მაშინ იქნება დაფასებული უფრო მეტად პატრიარქის ღვაწლიც და რაც მთავარია ეს ქვეყანა დადგება ფეხზე, ღირსეულად." - წერს შალვა ნათელაშვილი