საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქორწინების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემების თანახმად, ქორწინების ზოგადი კოეფიციენტის სიდიდე (ქორწინებათა რაოდენობა მოსახლეობის 1 000 კაცზე) 2025 წელს 5,7 იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქორწინების ზოგადი კოეფიციენტი ზედიზედ მესამე წელია იკლებს. 2020 წელს კოვიდის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ქორწინებათა რაოდენობა საქართველოში უფრო დაბალი ბოლოს 2006 წელს იყო.