უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლისა – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

🔸 ამა წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს, მიულოცეს აღსაყდრების 35 წლის იუბილე და გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მისალოცი წერილი.

🔸 შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.