10 სექტემბერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მამუკა მდინარაძეს შეხვდა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებს გაეცნო.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე. 

სახალხო დამცველმა მამუკა მდინარაძეს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა,  ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს.