თბილისის მწვანე სკოლაში დებატების კლუბის მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა საჯარო დებატები, ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემაზე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსიტიტუტის (GIDE) ეგიდით.
თბილისის მწვანე სკოლაში უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს დებატების კლუბი მოსწავლეებისთვის. სკოლის დებატკლუბის წევრები პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში წარმატებულად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა საჯარო დებატები, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები.
დებატკლუბების სწავლების პროცესში ტარდება სისტემატიური მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.