საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამ დროისთვის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა
მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გაყვანა და მათ მიერ აღმართული ბარიკადების მოშლა შეძლეს. აქციის მონაწილეებს გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონი ჰქონდათ დანთებული.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაშავდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 107 პირი, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი