რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. დღეს აქციის მესამე დღეა, უკვე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინა მხარეს განთავსდნენ და ჯებირებს ურტყამენ, ისინი ხმაურის გამოწვევას ცდილობენ, ასევე აქციის მონაწილეები სხვადასხვა პიროტექნიკას ისვრიან.
ქვეყნის მთავარ გამზირზე მობილიზებულები არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის აქციაზე არ გამოჩენილა არცერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი.