პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 8 თებერვალს აღმაშენებლის გამზირიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ ავრცელებს.

მსვლელობის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო და „დავითიანნი“.

"პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 8 თებერვალს, 13:30 საათზე, დაიწყება საზეიმო მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან (24-ე სკოლიდან) სამების ტაძრამდე, სადაც მოეწყობა საზეიმო ღონისძიება და გადახდილი იქნება პარაკლისი. ერთად აღვნიშნოთ დავითობა - საქართველოს ოქროს ხანის დასაწყისიდან 900 წელი. შემოგვიერთდით!“, - აცხადებენ ახალგაზრდულ მოძრაობაში „დავითიანნი“.