ვეტერანის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვას აქვეყნებს, რომელიც ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იქნა წაკითხული:
"ძვირფასო ვეტერანებო,
პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს!
საქართველოს ისტორიამ სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, მშვიდობას.
თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას.
სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, ამინ!
✠ შიო III
⛪️ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
➡️ 17 ოქტომბერი, 2026 წელი




