ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროტესტი მშვიდობიანად გააგრძელონ და შეწყვიტონ ქვების სროლა.
„ახლა არის გადამწყვეტი დრო, მთელი საქართველო აქ დგას და ველოდებით, რომ გამობრძანდნენ და დახიონ ეს კანონი. ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ შიგნით ისვრიან ქვებს. შეწყდეს ქვების სროლა. ყველას მოვუწოდებ, შეწყდეს პროვოკაციები. ჩვენი ძალა არის მშვიდობიან პროტესტში, ამის ეშინია ყველა არადემოკრატიულ რეჟიმს. შეწყვიტოს ყველამ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.